|
2025-01-28 15:30:37, 416 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ამაღლობელზე - თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის ან სამედიცინო ჩარევის, ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება
მზია ამაღლობელის მდგომარეობას შესაბამისი უწყებები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან - თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის, ან სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია და „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ოპოზიციონერია, რადიკალი, თუ კონკრეტული ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი“. მაჭავარიანი ამბობს, რომ ვერ შეაფასებს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის მისჯა, სამართლიანი იყო თუ არა. მისივე განცხადებით, პოლიციამ ამაღლობელის დაკავებისას „მაღალი სტანდარტით“ იმოქმედა. "რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით აკვირდებიან შესაბამისი უწყებები მის მდგომარეობას და თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის, ან სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება. როგორც გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, ქალბატონი ამაღლობელის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ის უწყებები, რომელსაც ეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან ჩვენთვის ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ოპოზიციონერია, რადიკალი, თუ რაღაა კონკრეტული ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი. ყველას ჯანმრთელობას ჩვენ ვუფრთხილდებით, ეს არის ჩვენი ვალდებულება როგორც სახელმწიფოსი. რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებას სასამართლოს მხრიდან და ა.შ. - ეს ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის, მე ვერ შევაფასებ სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლიანი თუ არა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ პირდაპირ კადრებში ვიხილეთ, როგორ გააწნა სილა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა პოლიციელს და პოლიციამ მაღალი სტანდარტით იმოქმედა და მოხდა მხოლოდ მისი დაკავება, განსხვავებით ძალიან წარმატებული ქვეყნებისა, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ., სადაც ასეთი კადრი რომ გვეხილა, ჩემი პირადი ვარაუდია, იქ პოლიცია გაცილებით მკაცრად იმოქმედებდა,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
ზელენსკი: რუსეთმა თურქული გემი დაბომბა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქეები გადაჰყავდა
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)