|
2025-01-28 15:12:43, 471 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - განიხილება, რომ დელეგაციას არ მიენიჭოს უფლებამოსილება ან აღიარონ გარკვეული პირობებით - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები
პოლიტიკური სიგნალია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო სესიაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მოხდა, მიანიჭონ თუ არა ივანიშვილის დელეგაციას უფლებამოსილებები, ამჟამად პროცესი გადასულია საკომიტეტო დონეზე, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, დამოკიდებული იქნება ამ კომიტეტის დასკვნაზე, – ამის შესახებ „ცვლილებისთვის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს, მისი ინფორმაციით, კომიტეტი საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით ორ გადაწყვეტილებაზე მუშაობს. „განიხილება ორი ვერსია. ერთი ვერსია არის, რომ ივანიშვილის დელეგაციას არ მიენიჭოს უფლებამოსილება და მეორე ვერსია არის, რომ აღიარონ გარკვეული ვადით და გარკვეული პირობებით. ამიტომ, რამდენადაც მე ვხვდები, ამ მონიტორინგის კომიტეტში სწორედ ამაზე არის დისკუსია. თუ მაინც აღიარებაზე წავიდა, რა პირობები შეიძლება, ჩაიდოს და ა.შ. არ ვიცი, ზუსტად რა პირობები შეიძლება, იყოს განხილული. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ თუ ეს მოხდა, პირობა შეიძლება, იყოს მხოლოდ და მხოლოდ ორი – ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები, სხვა პირობები არც ჩვენ და არც საქართველოში არ აქვთ. ჩვენ აქ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მოწვევით ვართ ჩამოსულები. ამ შემთხვევაში ვართ „ალდეს“ ჯგუფის მიერ მოწვეულები. მონაწილეობა მივიღეთ „ალდეს“ ბიუროს სხდომაში. მათი სურვილი იყო, რომ ჩვენგან მოესმინათ, რა ხდება საქართველოში, როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის აინტერესებდათ, ხდება თუ არა ძალადობის ფაქტების გამოძიება. ჩამოტანილი გვაქვს ბევრი მასალა, რომელიც დავარიგეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
ზელენსკი: რუსეთმა თურქული გემი დაბომბა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქეები გადაჰყავდა
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)