2025-01-19 23:17:24, 568 ნახვა
როგორ და რა მიზნით შეიწყალა 20 დღეში 613 პატიმარი ყაველაშვილმა
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. განცხადებაში არ წერია რომელ მუხლებს შეეხო შეწყალება. რა მიზნით შეიწყალა ამდენი პატიმერი ყაველაშვილმა ამაზე ინფორმაციას არ ავრცელებს. ჩვენთვის უცნობია ისიც შეიქმნა თუ არა შეწყალების კომისია ან შეისწავლა თუ არა ვინმემ ამ შეწყალებულების ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და შეწყალების მართებულობა. გავრცელებულ ტექსტში ამაზე არაფერი წერია. თუმცა აღნიშნულია რომ ყაველაშვილმა გამოიყენა ექსკლუზიური უფლებამოსილება. არის თუ არა ეს პირდაპირი გზით შეწყალება უცნობია. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – წერია განცხადებაში. ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ხალხის საცემად ტიტუშკები შემოაკლდათ, „613 პატიმარი რომელიმე პრეზიდენტს აქამდე შეუწყალებია? ერთჯერადად კი არაა, მთლი პრრზიდენტობის განმავლობაში არ შეუწყალებიათ ალბათ სხვებს ამდენი. თქვენი აზრით, რომელი ვარიანტია: ხალხის საცემად ტიტუშკები შემოაკლდათ, თუ წინასაარაჩევნოდ დაპირდნენ ბევრ ოჯახს ხმების სანაცვლოდ პატიმრის გამოშვებას?“ - სვამს კითხვას მეტრეველი. გამოცემა პუბლიკას დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი ამბობს, იმისთვის რომ ერთი პატიმარი შეიწყალო მრავალი ფაქტორი უნდა იქნეს გამკვლეული. იმისთვის, რომ თუნდაც 1 პატიმარი შეიწყალო, უნდა გამოარკვიო შემდეგი გარემოებები: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი; დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; მსჯავრდადებულის წარსული ცხოვრება; ოჯახური და ეკონომიკური პირობები; ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა; ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ; განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; დაზარალებულის მოსაზრება;მსჯავრდადებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება. მე არ ვთხზავ ამას, კანონში წერია. შეწყალების პროცესი ეფუძნება ინდივიდუალურ შეფასებას და თითოეული შემთხვევა განიხილება ცალკეულად. მე ვიცნობ შეწყალების კომისიის წევრებს, რომლებთანაც მისაუბრია და მიყვებოდნენ, როგორ მსჯელობდნენ ხოლმე 1 ქეისზე ზოგჯერ მრავალი კვირის განმავლობაშიც კი. და ვინმეს სჯერა, რომ ბატონი ყაველაშვილი 6 1 3 პატიმრის საქმეს გაეცნო არასრულ 1 თვეში? ცხადია კომისია უმზადებს პრეზიდენტს რეკომენდაციებს, მაგრამ ჯერ ერთი ვერავითარი კომისია ვერ შეძლებს ასობით საქმის განხილვას ასეთ უმოკლეს დროში, და თანაც ცხადია ამ რეკომენდაციების შემდეგ პრეზიდენტი თავადაც უნდა გაეცნოს საქმეს. ის იღებს გადაწყვეტილებას. - აცხადებს ზურა ვარდიაშვილი. 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოაცხადა. ყაველაშვილს 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი. პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა. 300-წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ავტორი: ექსპრესნიუსი, თემქის პოლიციასთან აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
ჯო ბაიდენმა შეწყალების წინასწარი აქტი გამოსცა ენტონი ფაუჩის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის წევრებისთვის
ლევან იოსელიანი - საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც არ იტყუება
ლარის კურსი - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8452 ლარი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
2004 წლიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაცია პირველია, რომლის სახელმწიფო მდივანიც საქართველოს არ სწვევია
როგორ და რა მიზნით შეიწყალა 20 დღეში 613 პატიმარი ყაველაშვილმა
ომი უკრაინაშიკიევში რადიოწამყვანს ეთერის დროს ხელში საბრძოლო მასალა აუფეთქდა
ყაზანს თავს დაესხნენ უკრაინული საბრძოლო დრონები
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
ბრიტანეთის შემთხვევაში, სანქციებში ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია მოჰყვება - TI
მთავარი თემა
|