18:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 14:30:49, 333 ნახვა

გიორგი ვაშაძე - ნუ შეგეშინდებათ სამსახურიდან წამოსვლის, გვაქვს მექანიზმები, თუ როგორ უნდა დაგიდგეთ გვერდით

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრის შემდეგ საჯარო მოხელეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას აქვს მექანიზმი ყველა იმ ადამიანის დასახმარებლად, ვინც სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისი თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნას „მოძალადეთა ვრცელი სია“, რომელშიც მოსამართლეები და პოლიციის თანამშრომლები მოხვდებიან.

„მინდა მივმართო საჯარო სექტორში დასაქმებულ ყველა პირს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ნუ შეგეშინდებათ სამსახურიდან წამოსვლის, გვაქვს მექანიზმები, თუ როგორ უნდა დაგიდგეთ გვერდით და დაგეხმაროთ, რომ თქვენი უფლებები დავიცვათ.

დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. დღეს საღამოს კვლავ იქნება შეხვედრა იურიდიული ჯგუფების, რომ შეჯერდეს კონკრეტული საკითხები. მთავარი საკითხი, რაზეც შევთანხმდით არის, რომ შეიქმნას მოძალადეთა სრული სია - სასამართლოს, პოლიციის, სპეცსამსახურების, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობაში, რომ მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics