14:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 12:44:02, 315 ნახვა

დღეს სალომე ზურაბიშვილი საქართველოზე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

დღეს, 9 იანვარს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოს შესახებ  პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ - ინფორმაციას "ჰადსონის ინსტიტუტი" ავრცელებს. 

ჰადსონის ინსტიტუტის მიერ დაორგანიზებული დისკუსია 19 საათზე დაიწყება და მასში სალომე ზურაბიშვილი კონფერენციას თბილისიდან, ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება.

 "ჰადსონის ინსტიტუტის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ - აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლორა თორნტონი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი, ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი. 

 განცხადებაში  ნათქვამია, რომ   "ქართულმა ოცნებამ" კრემლის  პოზიცია დაიჭირა, დაგმო დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, გააღრმავა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და უკრაინის ომი ჩრდილო- ატლანტიკურ ორგანიზაციას დააბრალა. პარტიამ შეინარჩუნა ძალაუფლება პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის გზით. ამ გამოწვევების მიუხედავად, ქართველები გაბედულად დგანან რუსეთის გავლენის წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ შეესაბამება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics