|
2025-01-06 11:23:11, 468 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებზე კვლავ მანიპულაციური და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დისკრედიტაციის მიზნით დაინტერესებული მხარეები აღნიშნული საკითხით მანიპულირებენ და საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში. ,,საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურების ყოველწლიურად მინიმუმ 10%-იანი ზრდის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაციაშიც ხელფასების ზრდა როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება, თუმცა ამის მიუხედავად მედიის ნაწილი და დაინტერესებული მხარეები ინფორმაციით მანიპულირებენ და საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში. კერძოდ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა 2017 წლის ხელფასი 2025 წლის ხელფასს შეადარა და საზოგადოებას ისე მიაწოდა ინფორმაცია თითქოს ზრდა არა ეტაპობრივად, არამედ ერთჯერადად, წელს განხორციელდა და ზრდის პროცენტიც 10%-ზე ბევრად დიდი იყო. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის. ამ საერთო სახელფასო პოლიტიკის ნაწილში არის გაზრდილი სარგო 10%-ის ფარგლებში როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, ასევე ყველა პარტიული თუ არაპარტიული წევრებისთვის, რაც ასევე სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი, თითქოს ხელფასის ზრდა პერსონალურად რომელიმე ხელმძღვანელი პირის გარკვეული დამსახურებების გამო განხორციელდა. დაინტერესებული მხარეები ასევე მანიპულაციურად უკავშირებენ ერთმანეთს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს და ხელფასების ზრდას. თითქოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე თანამშრომლების გათავისუფლების შედეგად წარმოშობილი ფინანსები დაედო წყაროდ სარგოების ზრდას, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საერთო სახელფასო პოლიტიკის ჭრილში 10 %-იანი ზრდის საკითხი, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე შესაბამის უწყებებში წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში იყო გათვალისწინებული და ცესკოს სამართლებრივი აქტით დამტკიცებული, რაც იმთავითვე ხაზს უსვამს ზემოთ მითითებული ბრალდების აბსურდულობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ხელფასებთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულაცია ხდება მიზანმიმართულად, რაც ჩვენი ვარაუდით საზოგადოებაში უწყების მიმართ ნეგატიური განწყობების გასაძლიერებლად ვრცელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს პატივი სცენ საზოგადოებას და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ მათი სისწორე, რათა უზრუნველყონ ვერიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით''- აცხადებს ცესკო.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)