|
2025-01-05 16:06:34, 403 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე - რამდენი ხანი შეგვიძლია ვიდგეთ? პასუხია: დიდი ხანი ანუ გამარჯვებამდე.
"ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა მანჯგალაძის თქმით უწყვეტ პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების ქმედებას, ხალხი ხედავს და მომავალშიც დაინახავს "არჩევნების შემდეგ პირველი იყო, რომ დამთრგუნველად მოქმედებდა შედეგი, რომელიც თავხედურად დაიწერეს ქოცებმა. შემდეგ ნელ-ნელა თვალი გავუსწორეთ საფრთხეს, ჩვენს თავში ვიპოვეთ ძალა არ მივიღეთ და დავიწყეთ წინააღმდეგობებისა და პროტესტების ორგანიზება ისე, რომ არ ვიცოდით, რამდენი ვიყავით ან რამდენი ხანი ვიქნებოდით, რას გააკეთებდა ევროპა და რა იქნებოდა აშშ-ის რეაქცია ამ ტოტალურ გაყალბებაზე და უსამართლობაზე. ყველა ვგრძნობდით, თუ ამ ტოტალურ უსამართლობას შევეგუებოდით ან/და ჩვენი რეაქცია იქნებოდა სტანდარტული, ანუ გამოვიდოდით რამდენიმე ხანი და მერე დავიშლებოდით, პარტნიორების რეაქციაც იქნებოდა სტანდარტული. ვიცით, ხომ - ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს. ანუ ერთადერთი სწორი რეაქცია იყო უწყვეტი და უკომპრომისო პროტესტი, რამაც თავისთავად მოიტანა დღევანდელი რეალობა, ანუ სიცხადე შეიტანა პროტესტის დასაწყისში უცნობ მთავარ მოცემულობებზე: რამდენი ვართ რეალურად ქუჩაში დგომისთვის მზად? პასუხია: ასობით ათასი. რამდენი ხანი შეგვიძლია ვიდგეთ? პასუხია: დიდი ხანი ანუ გამარჯვებამდე. რა იქნება პარტნიორების რეაქცია-არცერთი შემდგარი დემოკრატია არ აღიარებს ქოც-მთავრობას ხელისუფლებად. იქნება სანქციები? - არის და კიდევ იქნება. ახლა მთავარი კითხვა: გავიმარჯვებთ? კი, თუ დავიჯერებთ და არ შევწყვეტთ პროტესტს.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)