13:12 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 12:41:07, 479 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ხალხის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ამერიკის შეერთებულ შტატები ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს

ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას, არ ატარებ არჩევნებს, მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ამერიკის შეერთებულ შტატები ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს.

„ქართველი ხალხის ძალისხმევამ, თითქმის 40-დღიანმა პროტესტმა, თავისი შედეგი გამოიღო და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მეგობარი და მთავარი მხარდამჭერი ჩვენი თავისუფლების და ერთიანობის, ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს. როგორც „მეგობარი აქტის“ ავტორები ამბობენ, მეგობარი ნიშნავს მართლა მეგობარს და ნიშნავს მხარდაჭერას, რომ როგორც ეს რეჟიმი, რომელიც არბევს, ძირს უთხრის დემოკრატიას და საფრთხის ქვეშ აგდებს ჩვენს თავისუფლებას, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებიდან.

ამერიკა არის ზესახელმწიფო, არის დემოკრატიის ფლაგმანი, დემოკრატიის მთავარი მხარდამჭერი მსოფლიოში. რეჟიმებს, რომლებიც არჩევნებს არ ატარებენ, საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან, აშშ ასეთი ფორმით პასუხობს. არ გაქვს დემოკრატია, ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას – მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“. ქართველი ხალხის მეგობარი არის ამერიკის შეერთებული შტატები და სწორედ ამიტომ ხდება ამ პროექტების, აქტების ინიცირება, რომ რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს ევროპისკენ გზას უღობავს, არ იყოს ხელისუფლებაში“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics