2025-01-04 12:37:04, 574 ნახვა
ვინ გაუყალბა ილია მეორეს საახალწლო მილოცვის ვიდეო საპატრიარქოში
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა წაშალა „პატრიარქ ილია II-ის საახალწლო მილოცვის“ ვიდეო და დაადასტურა, რომ ის დამონტაჟებული იყო. რა ჩანს ვიდეოში: კადრები საპარტრიარქოს მისაღებ დარბაზშია გადაღებული. კადრში ჩანს ილია მეორე, თუმცა წინა წლების ვიდოებისგან განსხვავებით, არ ჩანს, რომ ის საუბარობს, ისმის მხოლოდ მისი ხმა. ხმის ინჟინრებმა აუდიორედაქტორებმა შეადარეს 2024 წლისა და 2025 წლის მისალოცი ვიდეოები – დაადარეს სიტყვები, ხმის ტემპი – ამ აუდიომასალის სინქრონულად გაშვებამ კი დაადასტურა, რომ 2024 წლის მილოცვის ტექსტი და ხმა იდენტურია იმ ხმის და ტექსტის, რაც 2025 წლის ვიდეოში ისმის. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის საახალწლო მილოცვის ვიდეოს, რაც არაერთი კომენტატორის თანახმად, დამონტაჟებული იყო, და აცხადებს: „რადგან ასეთი სახის დამოტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე“. ვიდეო აღარ იძებნება ფეისბუკზე გვერდზე - „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“, - სადაც ის პირველ იანვარს გამოქვეყნდა. ვიდეო ანდრია ჯაღმაიძის დაქვემდებარებაში მყოფ გვერდზე, „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“, პირველ იანვარს გამოქვეყნდა, 3 იანვარს კი წაიშალა თუმცა 23:35 საათისთვის კვლავ იძებნება ფეისბუკგვერდზე, სახელად „საქართველოს საპატრიარქო (ოფიციალური გვერდი)“. ამ გვერდზე, - რომლიდანაც ანდრია ჯაღმაიძეს არაერთხელ აქვს პოსტები გაზიარებული, - პირველ იანვარს, 20:19 საათზე გამოქვეყნდა ვიდეო, სათაურით „სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საახალწლო მილოცვა“. მოგვიანებით ვიდეო გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმაც“; ასევე, არაერთმა ფეისბუკგვერდმა თუ მედიასაშუალებამ. ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აცხადებს რომ ვიდეოს მონტაჟი ფალსიფიკაცია და არაფრის მომტანი არ არის, ზიანის გარდა "მითითებული უნდა ყოფილიყო კი არა, არ უნდა დამონტაჟებულიყო საერთოდ, რადგან ამას ჰქვია ფალსიფიკაცია და არაფრის მომტანი არ არის, ზიანის გარდა. და ეს იმის აღიარებაა, რომ ვიღაც არამარტო პატრიარქის ნაცვლად წყვეტს, პატრიარქი როგორ წარადგინოს მრევლის წინაშე, არამედ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გასაკეთებელსაც თვითნებურად აკეთებს. ვინ არის ეს, ვის აქვს ამხელა გავლენა საპატრიარქოში, ალბათ, არაა ძნელი გამოსაცნობი." - აცხადებს ბერულავა. გამოცემა "პუბლიკას" მთავარი რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი იმ მიზეზებზე წერს რატომ გახდა ვიდეომონტაჟი საჭირო. " ანდრია ჯაღმაიძის მოულოდნელი აღიარება, რომ პატრიარქის საახალწლო ვიდეომილოცვა გაყალბებული იყო. რამდენიმე რამეზე მიუთითებს: 1. პატრიარქი ილია II მძიმედ ავადაა, მას საუბარიც აღარ შეუძლია, ამიტომ სავარაუდოდ ასევე გაყალბებულია/მისი ცნობიერი თანხმობის გარეშეა მილოცვა ყაველაშვილთან, რაღაც საჩუქარი “ოცნების” პარლამენტთან და ა.შ. 2. საპატრიარქოს კარზე დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა. როგორც გვახსოვს ეს შეტაკებები შუასაუკუნოებრივი პერიპეტიებით ხასიათდება და სისასტიკით მინიმუმ არ ჩამოუვარდება ხარებას ბანდიტების ლეველს. 3. კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეზე, მაგრამ ამას ცოტა ხანში დავამატებ." -აცხადებს ვარდიაშვილი. სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კინონიშვილის აზრით, ვიდეომონტაჟის გავრცელების მიზანია მრევლზე თამაში. ":ე.ი. რა მოხდა - საქართველოს საპატრიარქოს ფეისბუქ გვერდებიდან 1 იანვარს გავრცელდა პატრიარქის ვიდეო მიმართვა, სადაც ის ულოცავს ხალხს ახალ წელს, და ამბობს: “ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას”. იმავე დღეს, მთელმა სამთავრობო მედიამ ატრიალა ეს ვიდეო, რომ აი, (სასწაული), პატრიარქმა ერს “მშვიდობა” უსურვა. მეორე დღეს გავრცელდა და დადასტურდა ინფორმაცია, რომ ვიდეო არის 2022 და 2023 წლის მილოცვების მონტაჟი, კომპილაცია, ფალსიფიკაცია, რაც ასევე დაადასტურა (ნამდვილი სასწაული) საპატრიარქოს “პიარმა”, ანდრია ჯაღმაიძემ. ცხადია, იმავე სამთავრობო მედიას ეს ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია, ანუ, მათი მაყურებლის მეხსიერებაში ჩაიბეჭდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ “პატრიარქი მშვიდობას ემხრობა”, რაც ირიბად ნიშნავს იმას, რომ, რას ემხრობიან სხვები? “გლობალური ომის პარტია”…. დანარჩენი კი იცით რაც მოჰყვება ხოლმე ამ სამთავრობო პროპაგანდას, “რადიკალები”, “ლოთები”, “რამდენიმე ასეული ექსტრემისტი” და.ა.შ. მოკლედ, რუსულ ხელისუფლებასთან შეზრდილმა საპატრიარქომ სამთავრობო “მესიჯბოქსზე” დასვა მომაკვდავი პატრიარქი, რომელსაც, გავრცელებული (და ჯერ დაუდასტურებელი) ინფორმაციით, მეტყველების უნარი აქვს წართმეული. არ ვამბობ, რომ ის ამას არ იტყოდა ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, და საერთოდ არ მგონია სასწაული იყოს, რომ საეკლესიო პირი, და საერთოდ ნორმალური ადამიანი მშვიდობას უსურვებდეს ადამიანებს. მსუბუქად რომ ვთქვა, ვერც დიდი სიმპატიით ან ემპათიით გამოვირჩევი ამ კაცის მიმართ, არც ესაა უცხო, ვინც მიცნობს იცის, და აღარც რამე მიკვირს რუსული სპეცსამსახურების გამოზრდილი ანგელოზის ტყავში გადაცმული შავბნელი ბანდიტებისგან, მაგრამ ფაქტი, რომ მომაკვდავი პატრიარქის სიტყვებს ფალსიფიკაციად აქცევენ, თვითონ ავრცელებენ, და მერე თვითონვე უარყოფენ, იმდენად შემზარავია, რომ მათი სტანდარტებითაც კი მოულოდნელია, და დიდი უპატივცემულობაა მის მიმართ, ვისაც თვითონ მაინც უნდა სცემდნენ პატივს. მაგრამ აბა, პატივი? მთავარია, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის მაყურებელს ბოლის დღიური დოზა მიაწოდეს, დავალება შესრულებულია და მიზანიც, ცხადია ამართლებს საშუალებას, თუნდაც ეს საშუალება არც მეტი, არც ნაკლები, მათივე სათაყვანებელი პატრიარქის სიტყვის, ხმის გაყალბება იყოს. ჩვენ საახალწლო კონცერტის გაყალბება გვიკვირდა და ამათ უფრო მაგრად ჰქონიათ საქმე" - წერს კიკონიშვილი, ილია მეორის 2025 წლის საახალწლო მილოცვა Facebook გვერდზე - საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ გამოქვეყნდა, რასაც მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ვიდეო დამონტაჟებულია და ის პატრიარქის 2023 წლისა და 2024 წლის საახალწლო მილოცვებისგან შედგება. ამის ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გამოაქვეყნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ზელენსკი - საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ
შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გვიანობამდე მოემსახურება
საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს
ოპოზიცია - ბათუმის მერია იმ თანამშრომლების გათავისუფლებას აპირებს, რომლებიც ევროინტეგრაციას ემხრობიან
|
რედაქტორის რჩევით
ვინ გაუყალბა ილია მეორეს საახალწლო მილოცვის ვიდეო საპატრიარქოში
როგორ იქცა მეხუთე პრეზიდენტი ლიდერად და ურყევ ინსტიტუტად
ომი უკრაინაშიზელენსკი - პუტინი არის ყრუ და მას მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა ელაპარაკო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დონეცკის მახლობლად კურახოვოს აღების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია
ზელენსკი - საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ
მთავარი თემა
|