14:04 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 11:11:25, 378 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა, მისი თქმით საქართველოს რუსეთთან  სავაჭრო ურთიერთობა აქვს, რაშიც იზნესიც ჩართულია და ერთი მხრივ ხელისუფლების გაკრიტიკება და მეორე მხრივ რუსეთთან ვაჭრობა  ბიზნესის მხრიდან ორმაგი სტანდარტია.

„მე მქონდა მათთან დიალოგი უშუალოდ ამ შეხვედრის ფორმატში და მათ ასევე შევთავაზე ღია დისკუსიის გამართვა სატელევიზიო ფორმატში, პირდაპირ ეთერში, თუმცა მათ ამაზე თქვეს უარი. მათ აქვთ პირდაპირი კავშირები რუსეთთან ბიზნესის თვალსაზრისით, რაც ნორმალურია. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ აკრიტიკებ ხელისუფლებას რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თან შენ თავად ვაჭრობ რუსეთთან, ეს არის ორმაგი სტანდარტი. დახურული შეხვედრა მათთვის არის კომფორტული, რადგან შეიძლება, იქ რაღაცაში უსაყვედურო და ეს გარეთ არ გამოდის, მაგრამ მათთვის ძალიან მძიმე იქნება ასეთი კრიტიკის მოსმენა საზოგადოების წინაშე. იქ პირდაპირ გამოჩნდება, რომ სინამდვილეში მათი ორმაგი სტანდარტის უკან არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს. სინამდვილეში ისინი პოლიტიკურ განცხადებებს უერთდებიან არა გულწრფელად, არა საკუთარი გულწრფელი მოსაზრებები გამო, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიკერძოების გამო, რის უკანაც ხშირად შეიძლება, იდგეს ერთგვარი მერკანტილური გათვლები და ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics