2024-12-30 10:52:11, 389 ნახვა
კანონი რომელიც დღეიდან აქცია-მანიფესტაციას შეუძლებელს ხდის ძალაში შევიდა
დღეიდან 30 დეკემბრიდან შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესს უფრო ამკაცრებს. კანონშ ახალი ნორმების ამოქმედების შესაბამისად, თუ აქციის მიმდინარეობისას გზა გადაიკეტება და პოლიცია ჩათვლის რომ ამისთვის საკმარისი ხალხი არაა ყველა მომიტინგეს 5000 ლარით დააჯარიმებს. ამავე დროს აქციის ყველაზე აქტიურ მონაწილეს ან ორგანიზატორს 15 000 ლარით დააჯარიმებს. "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "ა1" და "ა2" ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – მის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით" - წერია კანონის ახალ ნორმაში. გარდა ამისა კანონში კიდევ რამდენიმე მუხლი ჩაემატა თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდება და თან 1 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა; საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზარდა. თუ არასრულწლოვანი აქციაზე 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთოვნისადმი დაუმორჩილებლობა) ჩამდენად მიიჩნიეს, მის მშობელსაც დააჯარიმებენ შვილის კარგად ვერ აღზრდისთვის. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება. დაკავების საფუძვლებს ასევე დაემატა პრევენციული დაკავება. ანუ თუ პირს ადრე აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, პოლიციამ შეიძლება ივარაუდოს, რომ კიდევ ჩაიდენს დარღვევას და ვარაუდის საფუძველზე დააკავოს; პირი ასევე შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლოში მიიყვანონ, მიუხედავად იმისა, თავად უარს ამბობს თუ არა მისვლაზე. ამ საფუძვლით პოლიციას მაშინაც შეუძლია დააკავოს პირი, თუ სასამართლოში ჯერ საერთოდ არ არის საქმე შეტანილი. დრაკონული კანონი საქართველოს პარლამენტმა 15 დეკემბერს მიიღო, განხილვა კი რეკორდულ 8 დღეში მოახდინა. როგორც ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ირაკლი ტაბლიაშვილი აბობობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მოგონილ არცერთ რეგულაციას არ აღიარებს. "პირადად მე, არც ერთ რეგულაციას არ ვაღიარებ! არ დავემორჩილები! მოკლედ, მაგრად არ მაინტერესებს! ანუ - მკიდია! მე არანაირ ურთიერთობას არ აღვადგენ მათთან, ვინც ყველაფერზე და მათ შორის ამაზე ხუჭავს თვალს! ვინც ბედნიერია იმით, რომ მათ არ დააპატიმრებენ" - ამბობს ტაბლიაშვილი. აქივისტი დიმა კვეტენაძე თვლის რომ ეს დიქტატურაა. "რუსეთში, ბელორუსში და ჩრდილო კორეაში უკვე გავიღვიძეთ! ქოცებო თქვენ რა გიხარიათ? გგონიათ მარტო აქციის მონაწილეების მიმართ ამოქმედდება ეს კანონი? უახლოეს მომავალში, რამდენ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს შეეხოს ეს უკანონო დაკანონებული და უსაფუძვლო ჩხრეკა-დაკავება ნახავთ, მერე არ იყოს ,,წუწუნი”! განსაკუთრებით საყურადღებო და საგანგაშოა მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები. საერთოდ, რომ არ ჩაიდინოს ადამიანმა სამართალდარღვევა, მხოლოდ ,,ჰაბიტუსზე”-ც, რომ არ მოეწონო პოლიციას უფლება ენიჭებათ გაგჩხრიკონ და თან დაგაკავონ! ასე, რომ ,გაპრანჭულებმა” იარეთ!" - აცხადებს კვეტენაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა დავით ქაცარავა, აცხადებს რომ რეჟიმი მოქალაქეებს დიქტატურას სთავაზობს. "დიქტატურაში ვცხოვრობთ, უკვე შეგვიყვანეს რუსეთში.“კადიროვშინა” დაწყებულია, დოზები მალე გაიზრდება. ძალიან მალე ფეუსბუკის პისტებსაც მოადგებიან. ვინც ვერ ხედავს რუსეთთან და ბელარუსთან ანალოგიას, ვინც რამენაირად აპრავებს ამ რეჟიმს და მხარს უჭერს ამ დრაკონულ, რუსულ მმართველობას, ან ამ რეჟიმის ყურმოჭრილი მონაა, ან ნაძირალა კონფორმისტი ამ რეჟიმის დემონტაჟი უნდა მოხდეს!" - აცხადებს დავით ქაცარავა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
რედაქტორის რჩევით
როგორ იქცა მეხუთე პრეზიდენტი ლიდერად და ურყევ ინსტიტუტად
2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში
ომი უკრაინაშიმოსკოვი უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს
ომის დასრულება თუ გაგრძელება - რა ელოდება უკრაინას 2025 წელს
ვიდეო/LIVE მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია
|