14:04 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-29 19:58:57, 596 ნახვა

პოლიტიკა
ნიდერლანდების საგარეო მინისტრი - "ოცნებას" მოუწოდებს განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ნიდერლანდებიც მოუწოდებს, განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა.

„მივესალმები სალომე ზურაბიშვილს სასიცოცხლოდ აუცილებელი ლიდერობისა და საქართველოს ევროპული კურსისადმი ურყევი ერთგულების გამო“, - დაწერა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპმა 29 დეკემბერს, - მიხეილ ყაველაშვილის მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, - პლატფორმა X-ზე.

„უკვე ერთი თვეა, ქართველი ხალხი ქუჩებში მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, - ძალადობისა და დაშინების მიუხედავად. შეუძლებელია, მთავრობამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინოს“, - წერს იგი.

ნიდერლანდების საგარეო მინისტრი ასევე წერს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR-მა) „დაადასატურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები და სავარაუდო გაყალბების გამოძიების არარსებობა“.

„უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა, განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები“, - აცხადებს კასპარ ველდკამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics