|
2024-12-28 13:23:17, 338 ნახვა
ბადრი ჯაფარიძე -„ძალადობა ქართველ ხალხზე და ჩვენს სახელმწიფოზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ დარჩება უპასუხოდ“
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განცხადებით, „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო ქვეყანა ფინანსურ დახმარებებს კარგავს. „ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა შეერთებული შტატების მხრიდან, ეს სანქციის ყველაზე მკაცრი ზომა არ არის, რომელიც შესაძლებელია მიღებული იყოს, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს სივრცეს უტოვებენ გაითავისოს, რომ შემდეგი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთ მოპყრობა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის მიმართ არ დარჩება უპასუხოდ. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მან იგრძნოს თუ რას ნიშნავს მართლაც შეერთებული შტატების სანქციები, თუნდაც, ეს ლიმიტირებული, მაგრამ მას რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, შემდეგი ძალადობა ქართველ ხალხზე და ჩვენს სახელმწიფოზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ დარჩება უპასუხოდ ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. ეროვნულ დონეზე კონკრეტულმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს - ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ასევე შესაძლებელია გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოებმაც მიიღოს. მაგალითად, გერმანიამ გუშინ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან ყველა პროგრამას წვეტს, 200 მლნ ევროზე მეტია ეს. ამავდროულად, დიდმა ბრიტანეთმა ყველა ურთიერთობა შეწყვიტა საქართველოს მთავრობასთან ფინანსური თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანმა სახელმწიფომ უარი თქვა „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაზე. ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქადის ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითავისოს, მისი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, ეს მათ მიერ იქნა ინსპირირებული, მათი ნაბიჯების გამო გერმანია, შეერთებული შტატები, ევროკავშირი ყველა დახმარებას წყვეტს ჩვენი ქვეყნისადმი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)