19:27 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-22 11:33:22, 510 ნახვა

პოლიტიკა
კოლსი - „ოცნების“ გამონაგონი - თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები ლეგიტიმურად ცნო - ვერ დაფარავს სიმართლეს: ძალადობას

„ქართული ოცნების“ უახლესი გამონაგონი - თითქოს ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნო - ვერ დაფარავს სიმართლეს: ამომრჩეველთა დაშინებას, ძალადობას და სისტემურ მანიპულაციას,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.

კოლსი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ტყუილები იზრდება, ვიდრე თავის შემქმნელებს მთლიანად არ გადაყლაპავს“.

„ტყუილები იზრდება, ვიდრე თავის შემქმნელებს მთლიანად არ გადაყლაპავს. „ქართული ოცნების“ უახლესი გამონაგონი - თითქოს ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნო - ვერ დაფარავს სიმართლეს: ამომრჩეველთა დაშინებას, ძალადობას და სისტემურ მანიპულაციას.

ეს არ არის დემოკრატია; ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მოითხოვოს ახალი არჩევნები საქართველოს თავისუფლებისა და სამართლიანობის გზაზე დასაბრუნებლად. ხალხის ერთადერთი ლეგიტიმურ ხმად რჩება პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ძველი საბჭოთა ჩვევები ძნელად კვდება, მაგრამ სიმართლე იმარჯვებს. ყოველთვის“,- წერს კოლსი X-ზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics