|
2024-12-21 19:52:35, 696 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში სვანების, რაჭველების, აჭარლების, იმერლების, მეგრელების და ქართლელების მსვლელობები იმართება [ვიდეო]
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“- თბილისში უწყვეტი საპროტესტო აქციების 24-ე დღეს, სვანების საპროტესტო მარში მიმდინარეობს. ისინი ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და აქცია-მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისკენ მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. სწრაფი სვლით ევროპისკენ" - თბილისში სხვა კუთხეების წარმომადგენლების მსგავსად საპროტესტო მარშს რაჭველებიც მართავენ. ისინი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და აქცია-მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. რაჭველები უერთდებიან ორ მთავარ მოთხოვნას, გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. კიდევ ერთი კუთხური მარში დაიძრა პარლამენტის შენობისკენ. მეგრელები თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით, რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ისინი უერთდებიან 23 დღიანი პროტესტის მთავარ მოთხოვნებს - გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში დააკავეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და აწამეს და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. თბილისში აგრეთვე ქუთაისელების აქცია-მსვლელობა იმართება. მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმართება. გარდა ამისა, თბილისშიაჭარლების იმერლების და ქართლელებს მსვლელობებიც იმართება.
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)