2024-12-21 12:15:30, 270 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ეს დასკვნა წყალგამყოფია, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით
ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. „მინდა გაგაცნოთ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო ანგარიში იმეორებს ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“. ხაზგასმულია, რომ კამპანია მიდიოდა მშვიდ გარემოში, ხოლო „ძალადობის იზოლირებული შემთხვევების“ შესახებ ინფორმაცია მიიღეს როგორც მმართველი პარტიისგან, ისე ოპოზიციისგან. ანგარიშში განსაკუთრებით შექებულია საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“. ცესკომ ეუთო-ს შექება დაიმსახურა არჩევნების შედეგების დროული გამოქვეყნებისათვისაც, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ - ამომრჩეველთა ერთიანი სიის ეფექტურად შედგენისათვის. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს უბნების 90%-ზე მეტში საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად, ხოლო ყველა 73-ვე საარჩევნო ოლქში „საარჩევნო დოკუმენტაციის“ დამუშავება დადებითად იქნა შეფასებული. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობამ ენერგიული სადამკვირვებლო გარემო შექმნა. ნიშანდობლივია, რომ ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები საარჩევნო დამკვირვებლებად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე, რაზეც, როგორც გახსოვთ, ჩვენი კვლევაც მიუთითებდა, რომლითაც რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული 37 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვამხილეთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩნდა
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა
თბილისში სვანების, რაჭველების, აჭარლების, იმერლების, მეგრელების და ქართლელების მსვლელობები იმართება [ვიდეო]
2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
|
ომი უკრაინაშიხანძარი მძვინვარებს ყაზანში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შემდეგ - ვიდეო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
|