|
2024-12-20 16:45:26, 491 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ბერსეზე - ავუხსენი, რომ მათი უფლება არ არის, რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან [ვიდეო]
ძალიან ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ „რუსული კანონი“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამით ხელისუფლებამ, „შეიძლება, ვიღაც მოხიბლოს, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ მოხიბლავს“.
შეგახსენებთ, დღე, 20 დეკემბერს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ გასცა დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს შეცვლიდა. ბერსეს თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც ასევე, ჩართული იქნება ვენეციის კომისია და „მოხდება იმ ცვლილებების, იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)