|
2024-12-20 16:48:27, 522 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, ბრიტანელ დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა. „შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო, შეშფოთება გამოთქვა. მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას ზიანს აყენებს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას“,- ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილსა და კიდევ 2 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)