02:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 14:46:59, 660 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა სასტუმროების განვითარებისთვის ახალ პროექტს იწყებს

„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს პროგრამა იწყება იმ დროს , როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი სარეფორმო გეგმა, რომლის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს საქართველოში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას.

„ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა წარმოვადგინო პროექტი, რომელიც რეგიონებში  სასტუმრო სექტორის განვითარებაზე, რომელსაც ეწოდება „უმასპინძლე საქართველოში“.

სულ ცოტა ხნის წინ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში  წარმოვადგინეთ ახალი პროგრამა, რომელსაც ერქვა „გადაიღე საქართველოში“. ეს არის პროგრამა, რომელიც ემსახურება საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას. დღევანდელი პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ეს არის კონტექსტში საქართველოს ტურიზმის განვითარებასთან.

ჩვენ მზარდი რაოდენობა გვაქვს ვიზიტორების, უკანასკნელ რამოდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა  და აუცილებელია ქვეყნის ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ  აუწყოს ფეხი ამ დინამიკას, რომელიც მართლაც სასიხარულოა. ამ პროგრამის მიხედვით საქართველოს რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ მათ ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას, ეს იქნება როგორც ახალი სასტუმროები, ასევე იქნება არსებული სასტუმროების  გაფართოების და გაუმჯობესების პირობები.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს პროგრამა იწყება იმ დროს , როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი სარეფორმო გეგმა, რომლის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს პროგრამა თანხვედრაშია მთლიანად მთავრობის განვითარების სტრატეგიასთან. კონკრეტულად ამ პროგრამის მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ გააფორმონ ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან  და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინანსებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics