|
2015-02-14 10:07:09, 889 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც გუშინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მათივე ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის პირობებზე, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, განცხადებას თბილისის მერი დავით ნარმანია გააკეთებს. გარდა ამისა, ეკონომიკურმა საბჭომ სხდომაზე ასევე განიხილა რეგიონების ეკონომიკური განვითარების გეგმა და რეგიონებში წარმოების მიმართულებით არსებული პოტენციალი. საბჭო ყველა რეგიონის გუბერნატორის პრეზენტაციას მოისმენს, რის შემდეგაც, თითოეულ რეგიონში, წარმოების წახალისების მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)