|
2016-02-28 19:08:00, 3458 ნახვა
სპორტი
კვაჭანტირაძე პეტრიაშვილის საქმეზე: ხელისუფლების ჩართულობა არის გარდაუვალი, აუცილებელი
"პროცესში ხელისუფლების ჩართულობა გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანზე არის გარდაუვალი და აუცილებელი",-ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე პარტია "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნას, რომ ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრსა და პრემიერს შეხვდნენ. მისივე ინფორმაციით, გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს: "მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ჩართულობა გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანზე, არის გარდაუვალი, აუცილებელი. პრემიერმა გააკეთა ძალიან სწორი განცხადება ამის თაობაზე, მაგრამ იმედია განცხადება არ დარჩება მხოლოდ თხოვნად და მოწოდებად და სამართალდამცავი ირგანოები უმოკლეს ვადებში, რამდენადაც ვიცით კვალზე ადგანან, უშუალოდ დამნაშავეებს აუცილებლად დაიჭერენ. იმის იქეთ რა ხდება, ჩვენ არ ვიცით. არც არავინ არ იცის. მთავარია საზოგადოების მოთხოვნა, რომ არც ერთი წუთი არ უნდა იქნას დაკარგული იმისათვის, რომ გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება მალე და შედეგი რაც შეიძლება მალე დაიდოს",-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)