07:14 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-10 15:57:35, 1541 ნახვა

გიორგი კალანდარიშვილმა ლაშა ფარულავა ცესკოს სხდომიდან გააძევა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ცოტა ხნის წინ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

კალანდარიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფარულავამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა და მასზე პასუხისმგებლობა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დააკისრა.

„თქვენ მიიტაცეთ ეს არჩევნები. თქვენ გქონდათ დაგეგმილი რუსული სპეცოპერაცია და თქვენ ეს სისრულეში მოიყვანეთ. გააუქმეთ დემოკრატია ქვეყანაში“,- მიმართა ფარულავამ ცესკოს წარმომადგენლებს.

აღნიშნულის გამო, კალანდარიშვილმა სხდომაზე ფარულავას გაძევების საკითხი დააყენა - მხარდაჭერის შემდეგ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ჯერ მიკროფონი გაუთიშეს, შემდეგ კი, მანდატურის სამსახურის დახმარებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხდომიდან გააძევეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics