12:46 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 14:17:41, 449 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცის მოწყობა დასრულდა

საბურთალოს რაიონში, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში 21-ე კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა. 

"პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ ფართობზე მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 600 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ასევე, მოეწყო სტრიტბოლის  მოედანი.

აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ  "მშენსერვისი 55" შეასრულა.

დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და თბილისის საკრებულოს წევრი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics