13:56 - 26 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-31 09:25:35, 327 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი უიკერი არჩევნებზე - ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველებმა ფარსი მიიღეს

ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო,- ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი როჯერ უიკერი ავრცელებს.

როგორც  უიკერის განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირს უთხრიდა ფართოდ გავრცელებული დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა და ხმების მოსყიდვა.

"გასულ შაბათს, ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რათა გამოეყენებინათ თავიანთი დემოკრატიული უფლება, აირჩიონ თავიანთი მომავალი მთავრობა. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ მიიღეს ფარსი. საქართველოს ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირს უთხრიდა ყოვლისმომცველი დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა, ხმების შესყიდვა და შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო, დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისგან და ეგზიტპოლების შედეგებისგან, ისევე წინა არჩევნების ტენდენციებისგან.

ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის ზურაბიშვილის რწმენას, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას. სამწუხაროდ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ რუსეთისა და მისი ავტორიტარული ღერძის გვერდით, მათ შეუძლიათ დაელოდონ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დემოკრატიულ მოკავშირეებს. ისინი ცდებიან.

ამ არჩევნების მანიპულირება არ არის მხოლოდ დარტყმა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, შესაძლოა ბოლო მოეღოს ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და შესაძლოა, მის სუვერენიტეტს. ეს არის საარჩევნო გაყალბება და მის არალეგიტიმურ შედეგს უნდა დაუპირისპირდეს სიცხადე და გამჭრიახობა. სანამ "ქართული ოცნება" არადემოკრატიული საშუალებებით და მოძალადე ავტორიტარების მეთვალყურეობის ქვეშ იჭერს ძალაუფლებას, ისინი მოიმკიან იმ ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც ასე უხვად იმსახურებენ",- აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
„გახარია საქართველოსთვის“ - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და „აგარის ქარხნის“ თანამშრომლებს
ფინეთსა და ესტონეთს შორის ზღვაში კაბელი გაწყდა, ეჭვი რუსულ დივერსიაზეა
პაპუაშვილი - პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics