|
2024-10-30 22:23:49, 530 ნახვა
პოლიტიკა
სკანდინავიური ქვეყნების საგარეო მინისტრები - საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის გზიდან სულ უფრო შორდება
საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და კანონმდებლობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის შესაბამისი გზიდან სულ უფრო შორდება,- ამის შესახებ სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაშია აღნიშული, სადაც ისინი, საქართველოში ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან. სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. "ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს საფუძვლიანად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. არსებითი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის მთლიანობაზე გაჩენილი ეჭვების გაფანტვას. სკანდინავიურმა ქვეყნებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ბოლო წლებში ჩვენ მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და კანონმდებლობა სულ უფრო შორდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის შესაბამისი გზიდან. კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული არჩევნების დაცვა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროგრესის განუყოფელი ნაწილია. როგორც სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელიც მიიყვანს მას ღირსეულ ადგილამდე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ კვლავაც მივადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ვიმსჯელებთ საქართველოს მთავრობაზე მათი ქმედებების მიხედვით",- ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)