|
2024-10-30 17:17:44, 421 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტურად ყველა პირობა შევასრულეთ, რაც წარმოდგენილი იყო
ყველა პარამეტრით საუკეთესო შედეგი გვაქვს. კიდევ უფრო მეტ რეფორმას განვახორციელებთ, რომ ის საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროკომისიის მიერ 9-პუნქტიანი დათქმის შესახებ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველმა პარტიამ, როგორც წინა, 12-პუნქტიანი გეგმის შემთხვევაში, ახლაც ყველა პირობა შეასრულა, რაც ევროინტეგრაციის გზაზეა დაწესებული. „ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტურად ყველა პირობა შევასრულეთ, რაც წარმოდგენილი იყო. მაგალითად, თავიდან იყო 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევასრულეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. რა იყო ამის მიზეზი? პასუხი ძალიან მარტივია - მათ უნდოდათ, რომ საზოგადოება ხელისუფლებასთან დაეპირისპირებინათ. ჰქონდათ ასეთი მესიჯი, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ამ დროს, განხორციელებული რეფორმებით, გადადგმული ნაბიჯებით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებზე, ვისაც მაშინ მისცეს სტატუსი და ჩვენ არ მოგვცეს. უბრალოდ პოლიტიკურად გამოიყენეს ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, დაგვჩაგრეს. რა შეიცვალა რამდენიმე თვეში? პოლიტიკურად აწყობდათ და მოგვცეს სტატუსი. იგივე ხდება ახლაც. ეს ყველაფერი სიტყვების ბრახაბრუხია. ვიცით, რა ხდება უკრაინაში და ამას მტერს არ ვუსურვებ. ხედავთ, როგორ ჩატარდა მოლდოვაში არჩევნები და რეები აკეთეს. ყველა მიმართულებით გაცილებით წინ ვართ ამ ქვეყნებზე. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი. ყველა პარამეტრით საუკეთესო შედეგები გვაქვს. ამ მიმართულებით მომავალშიც ვიმუშავებთ. კიდევ უფრო მეტ რეფორმას განვახორციელებთ, რომ ის საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)