|
2024-10-30 17:11:56, 388 ნახვა
პოლიტიკა
უილსონი - საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები - ეს აშშ-ის ინსტიტუტზე თავდასხმაა
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი "ატლანტიკური საბჭოს" ორი მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავასთვის საბანკო ანგარიშების გაყინვას გამოეხმაურა. ჯო უილსონის განცხადებაში, რომელიც ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებაზე პირდაპირი თავდასხმაა. "საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები გაჩხრიკა. ისინი არიან "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. მთავრობამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა. დღეს გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ქალბატონი ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა შეერთებული შტატების ინსტიტუტზე, რომელიც მათ ასაქმებს. თუ ეს მომავალზე მიუთითებს, მაშინ გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ უნდა აცადოს მკვლევრებს, გააკეთონ თავიანთი სამუშაო რეპრესიების შიშის გარეშე. ჩვენი "მეგობარი აქტი" დასჯის მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას არღვევს",- ნათქვმია განცხადებაში. შეგახსენებთ, "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა 24 ოქტომბერს ჩატარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებები, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში ჩატარდა.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)