|
2024-10-30 17:00:49, 309 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ის, რომ ადამიანი სიებით დგას და უყურებს, რომელი ჩვენი მხარდამჭერია მოსული, სჭირდებათ იმისთვის, რომ შტაბს ჰქონდეს სრული ინფორმაცია აქტივობასთან დაკავშირებით
ამით არც კანონი ირღვევა, არც დანაშაულია. NDI da IRI ტრენინგებს გვიტარებდნენ პარტიებს, როგორ უნდა მოახდინო მხარდამჭერების მობილიზება და მათი მოყვანა არჩევნების დღეს, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების მობილიზების შესახებ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან მყოფი ადამიანები პროცესს საარჩევნო შტაბის ინფორმირებისთვის აკვირდებიან, რათა პარტიამ იცოდეს, როგორია აქტივობა. „ამით არც კანონი ირღვევა, არც დანაშაულია. ამაზე NDI და IRI ტრენინგებს გვიტარებდნენ პარტიებს, როგორ უნდა მოახდინო მხარდამჭერების მობილიზება, არჩევნების დღეს როგორ უნდა უზრუნველყო მათი მოყვანა. თქვენ რომ წარმოაჩენთ, თითქოს ეს არის კანონდარღვევა, არანაირი კანონდარღვევა არ არის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მოჰყავთ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები. ასეთივე მობილიზებას აკეთებენ სხვა პარტიებიც. ის, რომ ადამიანი სიებით დგას და უყურებს, რომელი ჩვენი მხარდამჭერია მოსული, ვინ უნდა მოვიდეს, ეს ჭირდებათ იმისთვის, რომ შტაბს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, აქტივობასთან დაკავშირებით, მომსვლელ მხარდამჭერებთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ ვიცით წინასწარ, ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი. ადამიანი მოდის და გვეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, ვიღაც მიდის და „ლელოს“ ეუბნება, ვიღაც - „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესია“,- განაცხადა კახა კალაძემ.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)