|
2024-10-30 16:16:32, 446 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა
არჩევნები მოიპარეს და პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს, შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "არჩევნების მოპარვის სქემის გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში დამყარებული დიქტატურის წინააღმდეგ ვერც უცხოეთი და ვერც დაწერილი დოკუმენტები გააწყობს ვერაფერს, თუ არ იქნება მასობრივი, განგრძობითი პროტესტი". "მე ვსვამ კითხვას, რომელიც ალბათ, ბევრს უჩნდება. რუსული კანონის მიღების შემდეგ პროტესტი შეჩერდა, ვინაიდან არჩევნებს ველოდებოდით. ახლა არჩევნები მოიპარეს და პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა. შეხვედრები საჭიროა და არჩევნების მოპარვის სქემის გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში დამყარდა დიქტატურა და ამის წინააღმდეგ ვერც უცხოეთი გააწყობს ვერაფერს და ვერც ჩვენ მიერ დაწერილი დეტალური დოკუმენტები, თუ ყველაფერს თან არ ახლდა მასობრივი და განგრძობითი პროტესტი. დრო იკარგება ქვეყნის შიგნით და ასევე თანდათან ჩაქრება ინტერესი ქვეყნის გარეთ. ინიციატივა გადავა რეჟიმის ხელში, თუ ჩვენ არ ავიღეთ ის ჩვენს ხელში. აქამდე ვიძახდით, რომ ჩვენ არ ვართ ბელარუსები და ვენესუელელები და უფრო მეტად ვიაქტიურებდით. სინამდვილეში, უნდა ვაღიაროთ, რომ იმავე ბელარუსებმა, დღეის მდგომარეობით, ჩვენზე ბევრად აქტიურად იბრძოლეს. ვამბობ ამას შეშფოთებით და გულისტკივილით და იმედია, სწრაფად განახლდება ფართო სახალხო საპროტესტო მოძრაობა. ჩემი მხრივ, მხოლოდ მიხარია, რომ პარტიები და სამოქალაქო მოძრაობა ერთობლივად მოქმედებენ და ყველანაირად მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა ჩემს მომხრეს, უკან მოიტოვონ ყველა ჩვენი წინასაარჩევნო განსხვავებები, ვინაიდან ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი!" - წერს სააკაშვილი.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)