|
2024-10-30 13:09:44, 307 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსების მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსების მიმდებარედ უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა გლდანის რაიონის გამგეობას პროექტის განხორციელებისთვის. "დავასრულეთ სკვერის რეაბილიტაცია, რომლის ფართობი ჰექტარზე მეტია. სკვერი იყო ძალიან მძიმე მდგომაროებაში. მინდა, გლდანის რაიონის გამგეობას მადლობა გადავუხადო აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის. პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეების მოწყობა. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები. მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმო, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაიგო რულონური ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში შეგვეძლება ადგილზე მისვლა, დათვალიერება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა რაიონსა და უბანში საჭიროა ამ ტიპის პროექტის განხორციელება. სადაც სივრცეები გვაძლევს საშუალებას, რა თქმა უნდა, შევდივართ და ვახორციელებთ მსგავს პროექტებს, რადგან ეს ხელს უწყობს მოქალაქეებს, რომ განიტვირთონ", - განაცხადა კახა კალაძემ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)