|
2024-10-29 09:28:35, 515 ნახვა
პოლიტიკა
კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს
კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს. ამის შესახებ კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას G7-სა და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით იღებს. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, კანადა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანთა უფლებებს. „როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა ეხმაურება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არის გამოცხადებული. კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მოსყიდვისა და სხვა დარღვევებით, რომლებიც მოხსენიებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერ. ეს უნდა იქნას გამოძიებული და მოგვარებული. კანადას მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენს G7-თან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციითა და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა ხელახლა შეაფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან. კანადა ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და განიხილავს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკანდახევას. მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ ყველა მხარეს და საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანების უფლებებსა და უსაფრთხოებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების კონტექსტში. ჩვენ ვაფასებთ ქართველებს საარჩევნო პროცესში აქტიურად მონაწილეობისთვის, მათ შორის, როგორც ამომრჩევლების, უბნის თანამშრომლებისა და მოქალაქე დამკვირვებლების სახით“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. ცნობისთვის, ეს არ არის საერთაშორისო პარტნიორების პირველი გადაწყვეტილება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. გუშინ, 28 ოქტომბერს, ასევე ცნობილი გახდა, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)