|
2024-10-28 18:23:11, 435 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - ყველა დაფიქსირებული დარღვევა უნდა იქნას გამოძიებული - ეს საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტია
ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტარები - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი ავრცელებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საპარლამენტო არჩევნებზე „ყველა დაფიქსირებული დარღვევა უნდა იქნას გამოძიებული და სათანადოდ გადაწყვეტილი დროული შეფერხების გარეშე". „შაბათს, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები უაღრესად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჩართულობა და ერთგულება დემოკრატიისადმი არა მხოლოდ თავისი ხმის მიცემის უფლების მასობრივი გამოყენებით, არამედ ამ არჩევნებზე დაკვირვებაში აქტიური მონაწილეობით და დარღვევების შესახებ შეტყობინებით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, ეს არჩევნები ჩატარდა ამომრჩევლებზე ზეწოლის, არათანაბარი პირობების, პოლარიზებული მედიაგარემოსა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის შესახებ ცნობების ფონზე. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღრიცხულ დარღვევებს შორის იყო ძალადობის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ორმაგი ხმის მიცემის, მედიისა და დამკვირვებლების გაყვანის, საარჩევნო უბნების შიგნით და გარეთ ამომრჩეველთა დაშინების ინციდენტები. ყველა დაფიქსირებული დარღვევა უნდა იქნეს გამოძიებული და განხილული შესაბამისი გასაჩივრების პროცედურების შესაბამისად, სათანადო დაყოვნების გარეშე. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის. ეს იყო პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც 2023 წელს ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ქართველი ხალხი მუდმივად აჩვენებს, რომ სურს დემოკრატიული საქართველო ევროკავშირში. ვიმედოვნებთ, არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიული და გადაიდგმება დაუყოვნებელი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად, ქართველების მისწრაფებების შესაბამისად. გავაგრძელებთ დაკვირვებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ კრიტიკული პერიოდის გადალახვაში და ყველა მოქალაქისთვის დემოკრატიული, აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად მუშაობაში“,- აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)