19:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 17:11:00, 310 ნახვა

პოლიტიკა
მეტრეველი - არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას - განცხადებები, რაც ოპოზიციიდან კეთდება, მოსალოდნელი იყო

მინდა საზოგადოებას მივულოცო ძალიან მშვიდ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების დღესაც მთლიანობაში იყო სიმშვიდე და  ადგილი არ ჰქონია სერიოზულ დარღვევებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამა. 

მისივე განცხადებით, „წინასაარჩევნო პერიოდიც უპრეცედენტოდ მშვიდი იყო და როდესაც საუბარია დასკვნაზე, თვითონ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა ახსენეს ასეთი ფრაზა, არჩეულ ხელისუფლებასთან აპირებენ ისინი თანამშრომლობას.  ეს უკვე თავისთავად გასაგებია, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“.

მეტრეველმა ასევე, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეკრებაზე და მათ მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა.  

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა ოპოზიციის განცხადებები მოულოდნელი არ არის და ეს არის აგენტურული ქსელის ბოლო დავალება, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ასრულებს. 

 „ის განცხადებები, რაც ოპოზიციიდან კეთდება, სრულიად მოსალოდნელი იყო. რამდენიმე თვის უკან ვპროგნოზირებდი ასევე, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს არ აღიარებდა და ვნახეთ შეკრებილი, აბსოლუტურად უპრინციპო ხალხის ერთობა სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ის არაფრით აღარ განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“ და საბოლოოდ მოხდა მისი ლუსტრაცია.

კომიკურია ერთი ფაქტი, რომ მის გვერდზე უმეტესობა ის ხალხი იდგა, ვინც მის ლეგიტიმურობას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ და ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა.  ეს არის აგენტურული ქსელის ბოლო გაფართხალება, ბოლო დავალება, რომელსაც ის ასრულებს, თუმცა როგორც 2020 წელს დასრულდა ეს პროცესი უშედეგოდ, ზუსტად ასევე დასრულდება.  ყველა ინსტიტუცია მუშაობს და არავინ ამ ქვეყანაში არავითარი ვარდების რევოლუციის გამეორებას არ დაუშვებს, ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით ოპოზიციაში“,- განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics