|
2024-10-28 16:15:22, 313 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე არჩევნების შედეგების გამოძიების მოთხოვნაზე - თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ქვეყნის შიგნით, გარეთ, მობრძანდნენ და რამდენი უბანიც უნდათ, დაითვალონ
მზად ვართ, ვისაც უნდა, რამდენი უბანიც უნდა, თვითონ აირჩიონ. ყველა უბნის გადათვლა უნდათ? - პრობლემა არ არის,- ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე არჩევნების შედეგების გამოძიებასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას და აცხადებს, რომ არჩევნები შედეგებისადმი არასწორი მოლოდინი ამომრჩევლებს ოპოზიციური პარტიების მცდარმა კვლევებმა შეუქმნა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, დაინტერესებულმა მხარემ სასურველი რაოდენობის უბნები გადაამოწმოს. რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, ეს სიყალბე თვეების განმავლობაში გრძელდება. "ეს არის სიცრუე და სიყალბე. რასაც ვუსმენდით ბოლო თვეების და ბოლო დღეების განმავლობაში, იმ ყველაფრის გაგრძელებაა. სახეზეა შედეგი, რომელიც დადო ქართველმა ხალხმა და "მესიჯი", რომელიც ქართველმა ხალხმა უთხრა მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვართ პრინციპული ხალხი და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არა ვიღაცისგან ბრძანებების მიღება. საქართველო და ქართველი კაცი არასოდეს იქნება ვინმეს ვასალი. ის თავსმოხვეული პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ვერასდროს და არასდროს იქნება საქართველოში, რომ ქართველი იყოს თავჩაღუნული. პირიქით, სიამაყით, თავაწეულები, ღირსებით შევძლებთ პირველ რიგში, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაცვას და ასე გვინდა ევროპული მომავალი. ვერცერთი მაგალითი ვერ მოგყავთ, როგორ შეიძლება არჩევნები იყოს გაყალბებული, წარმოუდგენელია უბრალოდ. თუკი რაიმე ბოლო ტექნოლოგია არსებობდა, ყველაფერი არის ამ აპარატების სახით. მაგალითად, თქვენ, ერთი მოქალაქე როდესაც მიხვედით არჩევნებზე ხმის მისაცემად, გაიარეთ რეგისტრაცია, გაატარეთ თქვენი პირადობა თუ პასპორტი, მიეცით ხმა, თქვენი ბიულეტინი მოთავსდა შესაბამის ურნაში, აპარატმა მიიღო თქვენი ხმა, როგორ შეიძლება, აქ იყოს გაყალბება?! წარმოუდგენელია, უბრალოდ შეუძლებელია, ვინმეს რაიმე ზემოქმედება მოეხდინა. რაც შეეხება გადახედვას, პრემიერ-მინისტრმა, შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. მზად ვართ, ვისაც უნდა, რამდენი უბანიც უნდა, თვითონ აირჩიონ. ყველა უბნის გადათვლა უნდათ - პრობლემა არ არის. მოვიდნენ, გადათვალონ, შეამოწმონ, არანაირი პრობლემა არ არის. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ, რომ რაიმე არასწორად ჩატარდა. წარმოიდგინეთ, უბანზე რამდენი პარტიის წარმომადგენელია, რამდენი ქართველი და უცხოელი დამკვირვებელია. მთელი არჩევნების განმავლობაში კეთდებოდა სასწაული განცხადებები თვითონ უცხოელი დამკვირვებლების მხრიდან და საბოლოო ჯამში, ეუთო/ოდირმაც დადო შესაბამისი დასკვნა, რომ არაფერი არ მომხდარა და დადებითად შეაფასა ჩატარებული არჩევნები. შესაბამისად, არანაირი კითხვა არ არსებობს, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები, რაც გრძელდება და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ეს დამოკიდებულება",- განაცხადა კალაძემ.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)