13:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 16:02:13, 415 ნახვა

ზვიად კვაჭანტირაძე: არის მცირედი გაუგებრობა, რომელსაც მალე გავხდით გასაგებრობად

"არის მცირედი გაუგებრობა, რომელსაც ძალიან მალე გავხდით გასაგებრობად",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებსა და შემდეგ განვითარებულ  მოვლენებს განიხილავენ.
კვაჭანტირაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმების შესახებ უმრავლესობის ფორმატში მსჯელობა მართლაც არ ყოფილა.
„არის მცირედი გაუგებრობა, რომელსაც ძალიან მალე გავხდით გასაგებრობად. მე ვიცოდი, რომ უმრავლესობის ლიდერი ხვდებოდა პრეზიდენტს. კრიტერიუმებზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მსჯელობა აუცილებლად უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ საგანელიძემ ამის თაობაზე გააკეთა ახსნა-განმარტება, რომ მას ჰქონდა პოლიტსაბჭოს ფორმატში შეთანხმება ფრაქციის  ყველა ლიდერთან, ვინც შედის უმრავლესობაში,“ - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გუშინ  საპარლამენტო უმრავლესობის 19-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ  კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. ამასთან, მათივე მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. " უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics