|
2024-10-26 17:46:39, 306 ნახვა
პოლიტიკა
„ვერ ვუკავშირდები შს მინისტრს“ - პრეზიდენტი გომელაურს მოუწოდებს, რომ ინციდენტებზე პოლიციის რეაგირება უფრო სწრაფი იყოს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, რომ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული ინციდენტებისას უწყების რეაგირება უფრო სწრაფი იყოს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის შინაგან საქმეთა მინისტრს ვერ უკავშირდება და სამთავრობო ცხელი ხაზიც არ მუშაობს. "მე მინდა მივმართო ჩვენ მოქალაქეებს და ვუთხრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები, აღვნიშნო თუ რამდენად მაღალია აქტივობა. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და საჭიროა რომ გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარშიც. არაჩვეულებრივი აქტივობაა საზღვარგარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ იქ პირობები მძიმე და რთულია, თანამემამულეები აქტიურად მიდიან და მათ ძალიან დიდი მადლობა. მინდა აღვნიშნო ძალადობის ის ფაქტები, რომელიც საქართველოში სხვადასხვა უბანზე ხდება. ხან მედიას დაუნგრიეს აპარატურა, ხან კი პირდაპირი ძალადობაა. შეკრებილი არიან ჯგუფები, რომელთა ერთადერთი მიზანია, რომ იქ დაძაბულობა მოხდეს. ეს ძალიან სამწუხაროა, ესაა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, არავინ შეშინდეს ამით. მე მინდა მივმართო შს მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მინდა მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, არ შეიძლება იყოს ამ ტიპის დაძაბულობა საარჩევნო უბნებზე, ეს არ გვეკადრება. დიდი მადლობა მედიას, რომელმაც არაჩვეულებრივი გამბედაობა და ეფექტურობა დაამტკიცეს, მით უმეტეს ქალებმა. არ დაიზაროთ, წადით არჩევნებზე და გადაწყვიტეთ ჩვენი ქვეყნის ბედი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რუბიო: ამჟამად უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს
სოხუმმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციის გამო, აფხაზ ტანმოვარჯიშეებს თურქეთში ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)