02:13 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 14:01:11, 1933 ნახვა

ბაღდათის 23-ე უბანზე ამომრჩეველის აპარატების დაზიანებას ცესკოს თავმჯდომარე გამოეხმაურა

ბაღდათის 23-ე უბანზე ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის ვერიფიკაციის აპარატები დაიზიანა – მათ ადმინისტრაციის ამომრჩევლები ხმის მისაცემად მისული მოქალაქეების შესამოწმებლად იყენებენ. - აღნიშნულ ინციდენტს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გამოეხმაურა.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო, რომ კენჭისყრა სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა.

"მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, რომლის ფარგლებშიც, ამომრჩეველმა, რომელიც გარკვეული ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატის იმდაგვარად დაზიანება მოახდინა, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics