|
2024-10-21 17:43:04, 374 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - მოხდება ჩინეთის კომპანიის ჩამოშორება ანაკლიის პროექტიდან - პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან
მოხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლირებადი, სახელმწიფო კომპანიის ჩამოშორება პროექტიდან. ამის შემდეგ, ჩვენ ხელახლა ჩავატარებთ ანაკლიის პორტის ტენდერს, რათა შეირჩეს დასავლური, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია და ანაკლიის პორტის მშენებლობა სწრაფად დასრულდეს,- ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს. ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან. „მეგობრებო, კვირის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ახალ პარლამენტს და ახალ მთავრობას აირჩევს. რამდენიმე დღეში საქართველოს ექნება შანსი, უარი უთხრას ბოლო 12 წლის შეუსრულებელ დაპირებებს. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ მთავრობას, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს; უარი ვუთხრათ ისეთ მომავალს, რომელშიც უამრავი ქართველი იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა. ამის ნაცვლად ჩვენ გვაქვს შანსი, მხარი დავუჭიროთ სწორ იდეებს - ევროპას, სამუშაო ადგილების შექმნას, მაღალ ხელფასებსა და პენსიებს, პერსპექტივას ახალგაზრდებისთვის და რეალურ, კოალიციურ დემოკრატიას. გადამწყვეტი არჩევანის მოახლოებასთან ერთად, ამომრჩევლებისგან ძირითადად ორ წუხილს ვისმენ. ვერ გეტყვით, რომ საზოგადოების ნდობისთვის მიყენებულ 12-წლიან ზიანს, დაუყოვნებლივ გამოვასწორებთ, მაგრამ მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს კოალიციას, ძლიერ საქართველოს, ნომერ 9-ს. ამ არჩევნებზე ჩვენ ვისახავთ 3 მთავარ მიზანს: პირველი - ეს არის რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლება დაუყოვნებლივ და ევროპული გზის გაგრძელება; მეორე - პენსიის 1 000 ლარამდე გაზრდა; მესამე - 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, მეგაპროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვა დიდი პროექტები. დღეს, თქვენს წინაშე, მინდა ავიღო ვალდებულება არა მხოლოდ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ, არამედ იმაზეც, როდის შევასრულებთ ამ დაპირებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერობით შექმნილი მთავრობა გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პირველ სამ კვირაში, სამი პრიორიტეტის შესასრულებლად. პირველ რიგში, ევროკავშირში ინტეგრაცია: პირველ სამ კვირაში ჩვენი ხელისუფლება გააუქმებს რუსულ კანონს და დაიწყებს ევროკომისიის მოთხოვნების 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მეორე, პენსიები: პირველ სამ კვირაში, ჩვენი კოალიციური შეთანხმების ფარგლებში, მივიღებთ ისეთ ბიუჯეტს, რომელიც გზას გაგვიხსნის 1 000-ლარიანი პენსიისკენ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ გავზარდოთ პენსია, მათ შორის კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის გადასახადების გაზრდით. და მესამე, დასაქმება: პირველ სამ კვირაში ჩვენ დაჩქარებული წესით შევიტანთ შესწორებებს კანონში და მოხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლირებადი, სახელმწიფო კომპანიის ჩამოშორება პროექტიდან. ამის შემდეგ, ჩვენ ხელახლა ჩავატარებთ ანაკლიის პორტის ტენდერს, რათა შეირჩეს დასავლური, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია და ანაკლიის პორტის მშენებლობა სწრაფად დასრულდეს. აქვე მინდა გითხრათ, ჩვენი გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან. რაც ნიშნავს იმას რომ ანაკლიის პორტის აქციების შეთავაზება მოხდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ანაკლის პორტის, ანაკლია სიტის და სხვა მეგაპროექტების დაწყებით, საქართველოში ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. ანაკლიის პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის ისტორიული ფუნქციის დაბრუნება, არამედ ქვეყნის ძირითადი დოვლათის და სამუშაო ადგილების შემქმნელი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი. თავში ვთქვი, რომ მოქალაქეებს ორი ძირითადი წუხილი აქვს და მეორე რასაც ამომრჩევლებისგან ვისმენ ევროპულ პერსპექტივას ეხება. ჩემთვის სრულიად გასაგებია, რატომ არიან მოქალაქეები შეშფოთებული. შეხედეთ ევროპელი ლიდერების ბოლო განცხადებებს. ევროკავშირის 13 ქვეყანა ღიად და ოფიციალურად გვეუბნება, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს. ეს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის - ამიტომ ჩვენ, ხალხმა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ასე რომ, თუ გსურთ ევროპული მომავალი მეტი სამუშაო ადგილებით, უკეთესი ხელფასებით, მაღალი პენსიით, ნაკლები კორუფციით და ადამიანის დაცული უფლებებით - მაშინ ყველა ეს შესაძლებლობა თქვენს ხელთაა და 26 ოქტომბერს, შაბათს ეს რეალობად უნდა ვაქციოთ. შაბათს ჩვენ გაქვს ხელისუფლების შეცვლის შანსი. ჩემი დიდი სურვილია, რომ „ძლიერი საქართველო“ - ნომერი 9 იყოს თქვენი არჩევანი, მაგრამ ამავე დროს, პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ არჩევანს, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას! ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებზე წახვალთ და ხმას მისცემთ, რადგან თუ ასე არ მოიქცევით, მეორე დღეს იქნებით იმედგაცრუებულები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით. ასე რომ, შაბათს თამამად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და დავამტკიცოთ, რომ საქართველოს სული ევროპულია და ჩვენი მომავალი ევროპაშია. 26 ოქტომბერს ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი, თქვენი, თქვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის მომავალი! ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი საქართველო!" - აღნიშნულია ხაზარაძის მიმართვაში.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)