|
2024-10-21 15:25:49, 366 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეს - რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები ერთი კვირით ადრე წააგო
უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიას არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც ქალაქებში გადიან, შეკრებებს ვერ ატარებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „გუშინ თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე და იმისთვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ“. „სკამებით როდესაც ატარებ შეკრებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი მდგომარეობა გაქვს და მხარდაჭერა არ გაქვს საერთოდ საზოგადოებაში. გუშინ ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, NGO-მ, სალომე ზურაბიშვილმა, ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს. თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისთვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ავრცელებდნენ ძველი აქციების კადრებს და მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს. აქცია ჩაგივარდათ, ამ მოედნის შევსებას არ სჭირდება დიდი რაოდენობის ხალხი. თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეთ, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, ის ლოკაცია თუ ვერ შეავსე, აქცია ჩაგივარდა და რეალურად, ერთი კვირით ადრე წააგეთ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, გუშინ, 20 ოქტომბერს თბილისში მარში, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართა. მარში 5 ლოკაციიდან - გმირთა მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედანიდან, 300 არაგველის ობელისკიდან და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიიდან 17:00 საათზე დაიწყო და თავისუფლების მოედანზე გაგრძელდა. მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)