02:12 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 16:48:45, 352 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - სიცრუის ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობენ ე.წ. ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - მიუკერძოებლობასთან საერთო არაფერი აქვთ

სიცრუის ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობენ ე.წ. ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რითაც ისინი კიდევ ერთხელ საზოგადოებას აჩვენებენ, რომ მათ ნეიტრალიტეტთან და მიუკერძოებლობასთან საერთო არაფერი აქვთ,- განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საიას თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი და წარადგინა შუალედური ანგარიში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადგილობრივი ორგანიზაციები მიკერძოებულები არიან. 

„დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც წარადგინა შუალედური ანგარიში და გამოეხმაურა ანტიკორუფციული კომისიის გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნების მატარებელ სუბიექტებად კონკრეტული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების დადგენას და ამას კანონის არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა, ისევე, როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ ოპოზიციური ტელეკომპანიების მხრიდან „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეორგოლის არგაშვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენას. გარდა იმისა, რომ ორივე საკითხთან მიმართებით იმსჯელა სასამართლომ და დაადასტურა კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორე, ყველასთვის ნათელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „აირჩიე ევროპის“ წარმომადგენლები უშუალოდ იყვნენ და არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, სხვა რომ არაფერი მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს დეპუტატობის კანდიდატებად პარტიულ სიებში და დადგენილია მათი მხრიდან პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული არაერთი შემოწირულობა. ამიტომ, მსგავსი განცხადებების გაკეთება, იმის ფონზე, რომ კვლავაც მიმდინარეობს მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტების იგნორირება, კიდევ ერთხელ ავლენს ადგილობრივი ორგანიზაციების მიკერძოებულობას",- განაცხადა მიქანაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics