|
2024-10-17 17:10:02, 719 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველო უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე“ - ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოზე დეკლარაცია დაამტკიცა
ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოს საკითხზე დეკლარაცია დაამტკიცა. აღნიშნული დეკლარაცია კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და დემოკრატიული უკუსვლის ნიშნების გამო. ამასთან, კონგრესში აღნიშნავენ, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და ხელახლა დაიცვას დემოკრატიული პრინციპები. "კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო, რაც აღინიშნება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებით. ეს მოვლენები დაგმო კონგრესის პრეზიდენტმა განცხადებებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის და ანტი ლგბტ საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ. გარდა ამისა, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტმა 2024 წლის 2 ივლისის განცხადებაში ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გადახვევის რისკს, რომელიც გამწვავებულია თავდასხმებით, დაშინებით და განსხვავებული აზრის გამომხატველ პირებზე განხორციელებული ზეწოლით. შედეგად, იზრდება შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაიცვას ევროპული დემოკრატიული პრინციპები და იაროს ევროპული მომავლისკენ, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებზე ხელისუფლების ყველა დონეზე. ამ კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, მონაწილეობა მიიღოს და თანაბარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების ყველა დონეზე. კონგრესი ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის მოქალაქეთა ხმის მატარებელი როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე და მათი უფლება, განახორციელონ თვითმმართველობა დევნისა და შურისძიების შიშის გარეშე, გარანტირებული უნდა იყოს ლიდერებისა და წარმომადგენლების პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად... კონგრესი ხაზს უსვამს თავის ვალდებულებას განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, რომლის ორგანიზებას კონგრესი აპირებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ",- ნათქვამია დეკლარაციაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)