15:20 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 13:09:49, 435 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე ვეტერანებს - არჩევნების შემდეგ პენსია 1 000 ლარამდე გაგეზრდებათ, ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები და მედიკამენტები უფასო გექნებათ

თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში, ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის,- ასე მიმართა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვეტერანებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვეტერანებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად გაიზრდება.

“ვეტერანებო, ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდგომ, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იქნებით განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი ჩვენი მხრიდან. თქვენ გაგეზრდებათ პენსია 1 000 ლარამდე; თქვენ ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები; თქვენ მედიკამენტები გექნებათ უფასო; ყველაფერი, რასაც ექიმი გამოგიწერთ, გექნებათ უფასო. თქვენთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახები იქნებიან განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი.  პატრიოტიზმი და ის სულისკვეთება, რომელმაც საქართველო ევროკავშირში უნდა შეიყვანოს, თქვენთან ერთად უნდა ავაშენოთ ქართველი ახალგაზრდების ჩართულობით.

რაც მთავარია, თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში. ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის და ვიქნებით ღირსეული ერი, ღირსეულ ერთა შორის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი თავდადებისთვის, იმ დიდი გმირობისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის გააკეთეთ. იმ თავგანწირვისთვის, რომელსაც იჩენთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ბოდიში თქვენ მინდა მოგიხადოთ, რომ ამდენ ხანს საქართველომ, სახელმწიფომ ვერ დააფასა თქვენი მოქმედება",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics