|
2024-10-15 11:56:17, 398 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - მოქმედებს ე.წ. ძალოვანთა შტაბი, რომელსაც სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს და რომელიც მოქალაქეებს პირადობებს ართმევს
პარლამენტის წევრი, კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდსა და სენაკში მოქმედებს ე.წ. ძალოვანთა შტაბი, რომელიც მისი თქმით, მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს. წითლიძემ ცოტა ხნის წინ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა პიროვნებები, რომელთა შორისაც პოლიციის მაღალჩინოსნები, მერიისა და აიიპ-ების თანამშრომლებიც არიან. "დღეს მე დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ასრულებენ უკანონო დავალებას და პირადობის მოწმობებს ართმევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, რათა ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ჩემს მიერ დასახელებული პირები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს კრიმინალი და სახელმწიფო ერთმანეთთან, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. სენაკში მოქმედებს პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. ძალოვანთა შტაბი რომელსაც ხელმძღვანელობს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი. ასევე სენაკში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან მხილებული პოლიციის თანამშრომლები: ზუგდიდში პირადობის მწმობების ჩამორთმევებს ორგანიზებას უწევს დათო შენგელია - ე.წ. ტყის ძმების მეთაური, გია ყალიჩავა - პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა - "ოცნების" აქტივისტი, ირაკლი ჯიქია - შსს-ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა - საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. მივმართავ თითოეულ ამ ადამიანს: ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ აშინებთ მოსახლეობას და მათ გადავცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. თქვენი მცდელობების მიუხედავად, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" 26 ოქტომბერს სამეგრელოსა და მთელ საქართველოში იქნება გამარჯვებული პარტია და თქვენ მოგიწევთ, პასუხი აგოთ თქვენს უკანონო ქმედებებზე. მოვუწოდებ შსს-ს, მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება ზემოაღნიშნული პირების უკანონო ქმედებებზე",- განაცხადა ანა წითლიძემ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)