20:05 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 10:35:13, 333 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - მაქსიმალურად გვინდა, ამერიკის რეპუტაციას გავუფრთხილდეთ

ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის".

„ეს „ქარდები„ საერთოდ ვის მოაფიქრდა, არ ვიცი. არასერიოზული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და კარგია, რომ ამ „ქარდების" გამოქვეყნება აღარ გრძელდება. ასეთი „ქარდები" არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა სერიოზულად აზიანებს ასეთი ქმედებები ამერიკის რეპუტაციას და იმიჯს, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში.

ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი. უნდა დასრულდეს ომი, ეს არის მთავარი. ვიდრე გრძელდება უკრაინაში ომი, კონკრეტულ ძალებს კვლავაც აქვთ იმის იმედი, რომ საქართველოში გაიხსნება მეორე ფრონტი და ამას უკავშირდება მთელი ეს მოძრაობები. როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ომის დასრულებამდე გვექნება კვლავაც სერიოზული რისკები, იქნება სერიოზული ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რამენაირად შეეშველოს პირველ ფრონტს, თუმცა, როგორც კი პირველი ფრონტი ამოწურავს თავის თავს, როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე და კონკრეტულად ჩვენს ხელისუფლებაზე მოიხსნება",- თქვა კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics