15:52 - 21 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 20:48:14, 304 ნახვა

პოლიტიკა
„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები - EU-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მომავალი და სიღრმე სასწორზე დევს

ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება,- ამის შესახებ გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი შეცვალონ.

"ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ.

ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოცხადდა 27 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტებსა თუ მთავრობის მეთაურებს.

ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რეპრესიების შემაშფოთებელი დაანონსებით, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონით“, რომელიც ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და ასახელებს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავს ლგბტქი ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე.

გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის ზრდას. ევროკავშირი არ მოითმენს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მომავალი და სიღრმე სასწორზე დევს.

ჩვენ ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, დაიცავს ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს, მათ შორის თავისუფალი და უსაფრთხო საარჩევნო კამპანიის ჩატარებით.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. 

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნორვეგიის საგარეო მინისტრი - ჩვენს შეშფოთებებს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნა
მარგიშვილი - EQAR- ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
22 დეკემბერს, 18:00 საათზე, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები საპროტესტო მარშს გამართავენ
ბოკუჩავა - პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის იდევნება

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics