2024-10-10 17:51:46, 347 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - რასაც მდინარაძე ბოდავს, ბოდვად რჩება - ძალიან სახიფათო ველზე შედიან
რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად,- ასე გამოეხმაურა პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებებს. გახარიის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები "ძალიან სახიფათო ველზე შედიან". "მამუკა მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი და ალბათ, ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე საუბარი კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზე ახლოსაც ვერ მოვიდოდა და რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად. ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დაწერილია, რომელსაც შიშები ამოძრავებს. იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც წინასაარჩევნოდ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ, როდესაც შენ შენი ხალხისგან გაურკვეველი მიზეზების გამო ითხოვ ბოდიშის მოხდას, ამის შემდეგ შენი დავალებით, განკარგულებით, შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და ფაქტობრივად, უმძიმეს დარტყმას აყენებს არაღიარების პოლიტიკას, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებას. როდესაც შენ შენი ფინანსური ინტერესების გამო, ფულის გამო, რიგში აყენებ სახელმწიფო თანამდებობის უმაღლეს პირებს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და შენი ფინანსური, კერძო დავის გამო ამ მონებს ალაპარაკებ, შემდგომ სახელმწიფოს შესაბამისად იყენებ იმისთვის, რომ როგორმე რაღაც ფული უკან დაიბრუნო, ამაში ძალიან სერიოზული ნიშნებია ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ივანიშვილს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც განმარტებები გააკეთოს. მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად უფრო საჭირო მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება განმარტებები, იქნება სხვა ქმედებები. ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს. როგორ შეიძლება, შენს ქვეყანასა და მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა; როგორ შეიძლება, შენ შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება მაშინ, როცა იცი არაღიარების პოლიტიკა არის უზარმაზარი რისკის ქვეშ, ისევ შენ გამო იმიტომ, რომ დაანგრიე დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა და აქ პირდაპირ თანმიმდევრული მოვლენების ჯაჭვია. ამის შემდეგ დაუწერო ტექსტი და შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს. ძალიან სახიფათო ველზე შედიან და გეტყვით რატომ - მე უკვე ვიწყებ ფიქრს იმაზე, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომელიც ამათ ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს საზოგადოება, ოღონდ არჩევნების შემდეგ. იმიტომ, რომ მე არ ვარ ისეთი მდაბიო, როგორც ზოგიერთი, წინასაარჩევნო ინტერესებში მსგავსი თემები გამოვიყენო; იმიტომ, რომ ამის გარეშეც, მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც "ოცნებას" სჭირს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ მხარდაჭერაზე და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე",- განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, დღეს, 10 ოქტომბერს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ "გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა". როგორც მდინარაძემ განმარტა, "გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიები დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასთვის გაშიფრული “ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ფლანგი". ავტორი: ექსპრესნიუსი, მილერი - რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოგიწევთ, ჩვენს განცხადებას დაელოდოთ
ზელენსკი - ვესაუბრე მარკ რუტეს, გვინდა, რაც შეიძლება მეტი დეტალი მივაწოდოთ პარტნიორებს, რათა მშვიდობა უზრუნველყონ
პრეზიდენტი - ჩვენ შევედით რეჟიმში, რომელიც თავის მოქალაქეებზე ნამდვილ ტერორს ახორციელებს
ბაჩიაშვილი - გავრცელდა ხმები, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა დაზიანებით იყო მისული
|
ომი უკრაინაშირუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, ზაპოროჟიეში 3 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც
ზელენსკი - ტრამპს ვუთხარი, რომ ვლადიმერ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საპროტესტო აქციის დარბევა დღე 9
|