06:10 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 12:13:17, 406 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ხაზარაძეს გაცნობიერებული აქვს, რომ თუ ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს

დღეს, ხაზარაძე, ისევე, როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. 

მისი თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ზუსტად იცის, რომ თუ როგორღაც ხელისუფლებაში მოვა, მოუწევს ქვეყანა ომში ჩართოს, თუმცა, ამან ღალატზე ხელი ვერ ააღებინა".

„ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ამ ღალატზე ხელი აეღო.

სწორედ ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც მასზე გამოცდილ აგენტებთან ერთად ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს არაფერი აკავშირებს არც გარე ძალებთან და არც მის საყვარელ წარსულ ხელისუფლებასთან“,-  განაცხადა მდინარაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics