|
2024-10-08 17:47:56, 284 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე - პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა
ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე - პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგად ადამიანების დანახარჯი მნიშვნელოვნად შემცირებულია. “მმართველ პარტიას არ გააჩნია ალტერნატივა, რათა ხელში აიღონ მმართველობა. ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე და ჩვენი რეალისტური დაპირებები გულისხმობდა კონკრეტულ ზრდას პენსიის მიმართულებით. 12 წელთან შედარებით დღევანდელი ვითარება თვისობრივ შეფასებას საჭიროებს. პენსიონერს, რომელსაც ესაჭიროება მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება პენსიის სახით ეძლევა, ამავდროულად მას ეძლევა უზარმაზარი ბენეფიტები, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა ან მედიკამენტების პროგრამა იძლევა. ფულად თანხაში რომ გამოვხატოთ, ეს არის ერთი იმდენი თანხა, რომელიც შეიძლება პენსიონერს ხმარდებოდეს. ეს აუცილებლად ანგარიშგასაწევი და გასათვალისწინებელია. დღეს პენსიონერს ეზოგება მედიკამენტზე გასაწევი ხარჯები, ამით მნიშვნელოვან დანაზოგებს აკეთებენ. არსებობს მაგ:ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატებზე სახელმწიფო პროგრამა, რომლის მედიკამენტებიც უფასოდ გაიცემა.მათთვის ბევრი კვლევაა ხელმისაწვდომი, აქ დანახარჯები არა აქვთ და მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ თანხით მიცემული პენსია მთლიანად საკუთარ თავს მოახმარონ. რაც შეეხება მიზნობრივ პროგრამებს, ის, რომ დღეს არსებობს ელიმინაციის პროგრამა, ვერტიკალური პროგრამები ეს ისტორიული მნიშვნელობის ამბავია. ეს მძიმე სენი ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებდა და ეს იყო მათთვის ხელმიუწვდომელი. ახლა კი, ეს ყველაფერი უფასოდაა მათთვის ხელმისაწვდომი. ბევრი ადამიანი დახსნილი იქნა სიკვდილისგან“,- განაცხადა სარჯველაძემ.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)