|
2024-10-08 15:48:24, 299 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროკავშირის ელჩის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევაა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ საქართველოს საარჩევნო პროცესებში უცხო ძალები ჩარევას ცდილობენ. კალაძის თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით პირდაპირ პოლიტიკაში ჩარევაა, რაც "კატეგორიულად მიუღებელია". “რამდენიმე დღის წინ ვნახეთ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობები. კატეგორიულად მიუღებელია თუნდაც ევროკავშირის ელჩის ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ. ეს არის პირდაპირ მცდელობა საარჩევნო კამპანიაში ჩარევის. ასევე, ზოგიერთი ტელევიზიის გადაწყვეტილებები ზოგიერთი კლიპის არგაშვებასთან დაკავშირებით, ფუნდამენტად მოჰყავთ, რაზე დაყრდნობითაც იღებენ ამ გადაწყვეტილებას - ის, რომ ეს ევროკავშირის ელჩს არ მოსწონს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ევროკავშირის ელჩი წარმოადგენს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირშია გაწევრიანებული, შესაბამისად ჩვენ იმ ქვეყნებს, მათ საგარეო საქმეთა სამინისტროებს უნდა დავუგზავნოთ შესაბამისი წერილი, ვუთხრათ, რა ხდება რეალურად, როგორი მცდელობაა, ამ ქვეყნების სახელით ჩაერიონ საქართველოში პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში“,- განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, “არ არსებობს არცერთი რეალური მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა შეიძლება საქართველოს სავიზო შეზღუდვა დაუწესოს“. “რატომ უნდა დააწესოს ევროკავშირმა სავიზო შეზღუდვა, ხელჩასაჭიდი ხომ უნდა იყოს რაიმე?! საქართველოს მთავრობას უნდა გადაედგა ისეთი ნაბიჯი, რაც დამანგრეველი, დამაზიანებელი იქნებოდა ან ასცდა ევროპულ კურსს. რეალობაში მსგავსი არაფერი არსებობს. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, მისი აუცილებლობაც არ დადგებოდა დღის წესრიგში, რომ არა ის დაფინანსებები, რაც პირდაპირ ხელს უწყობდა რევოლუციურ სცენარს, ექსტრემიზმს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაპირისპირებას. გამოდიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. რომ არა ეს პროცესები, ამ კანონის აუცილებლობა არ დადგებოდა დღის წესრიგში. თუ შეიცვლება მიდგომები, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება მომავალში“,- აღნიშნა კალაძემ.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)