|
2024-10-08 14:25:14, 324 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - 26 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას იზეიმებს
მივესალმები, რომ 26 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად “ქართული ოცნების“ გამარჯვებას იზეიმებს,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში, პროცესების მონიტორინგის მიზნით, მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ “გამარჯვებას იზეიმებს“. “მივესალმები, რომ 26 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად იზეიმებს “ქართული ოცნების“ გამარჯვებას. ჩვენ ასეთი ფანჩატურები ბევრი გვაქვს ნანახი: გახსოვთ, იყო შალიკოს ფანჩატური, დღეს გვაქვს სალომეს ფანჩატური. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ ფანჩატურებს. მთავარია, შიგთავსი რა არის, და ვინ არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალებთან ერთად იზეიმებს “ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ უმრავლესობას“,- აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება მმართველო გუნდის საარჩევნო სამზადისს და მოლოდინებს, მერი ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრებს ხალხთან მართავს. “ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე. რაც შეეხება არჩევნებს, ვემზადებით. მიმდინარეობს სარჩევნო კამპანია. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, ვინც რეალურად ხვდება ხალხს. ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში პირდაპირ მივდივართ მოსახლეობასთან და ვესაუბრებით, განსხვავებით იმ რადიკალებისგან. მესმის, რომ მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ. როგორ უნდა მივიდეს, მაგალითად, გვარამია კახეთში გლეხთან და დაელაპარაკოს მომავალზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ღვინოზე და ასე შემდეგ“,- განაცხადა კალაძემ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)